logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ნარკოლოგიურ შემოწმებაზე უარის თქმა სიმთვრალის დადასტურებად ჩაითვლება

ნუ გაგიკვირდებათ, თუ უახლოეს მომავალში ფეხით ან ავტომანქანით ქუჩაში მიმავალი სამართალდამცავმა გაგაჩერათ და გაურკვეველი მიზეზების გამო ნარკოლოგიური გამოკვლევის ჩატარება მოგთხოვათ. თქვენგან უარის მიღების შემთხვევაში კი, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფად ჩაგთვალათ და ადმინისტრაციული ჯარიმაც დაგაკისრათ. საქმე ის გახლავთ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შეაქვთ, რომლის თანახმად, ნარკოლოგიურ გამოკვლევაზე უარის თქმისათვის მკაცრი სანქციები წესდება.
კანონპროექტის ავტორების განმარტებით, დღეს იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ტესტის ჩაბარებაზე უარს იტყვის, დამსჯელი მექანიზმი არ არსებობს, რის გამოც ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანები იოლად აღწევენ თავს მართლმსაჯულებას. აქედან გამომდინარე, კანონპროექტის მთავარი მიზანიც ნარკოლოგიური შემოწმებისაგან თავის არიდების ფაქტების შემცირება და დაუსჯელობის სინდრომოს აღმოფხვრაა.
შეგახსენებთ, რომ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება სისხლის სამართლებრივ პასუხისგებლობას არ ითვალისწინებს და კანონი ასეთ შემთხვევაში მხოლოდ ადმინისტრაციული სასჯელის დაკისრებით შემოიფარგლება. ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი ფეხით მოსიარულეებისათვის 60-ლარიანი ჯარიმა, ხოლო მანქანის საჭესთან მჯომთათვის 500 ლარი და 3 თვით მართვის მოწმობის ჩამორთმევა დაწესდა.
კანონპროექტი ჯერჯერობით განხილვის სტადიაშია, თუმცა უკვე ისმის კითხვა - ხომ არ ქმნის იგის პოლიციის მხრიდან თვითნებობისა და ადამიანის უფლებების დარღვევის საფუძვლებს.
იურისტთა ნაწილს კანონპროექტის რეალურ მიზნებში ეჭვი შეაქვს და მიაჩნია, რომ ის საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდის მიზნით არის შემუშავებული. სახალხო დამცველის ოფისში კი აცხადებენ, რომ კანონპროექტი წინააღმდეგობაში მოდის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსთან.

ანა ადუაშვილი

http://www.opentext.org.ge/07/resonance

2007.11.07


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006