logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ნარკოტიკების მომხმარებელი არ უნდა მოხვდეს საპატიმროში, მას მკურნალობა სჭირდება

ანტინარკოტიკულ კანონმდებლობაზე მომუშავე ჯგუფის გაფართოებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა დღეს პარლამენტში, რომელსაც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი უძღვებოდა.
შეხვედრაში საქართველოს პირველი ლედი – სანდრა რულოვსი, სახელმწიფო ნარკოპოლიტიკის განმსაზღვრელი საბჭოს წევრები, ექსპერტები, იურისტები, ფსიქოლოგები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
სხდომის წევრებმა ანტინარკოტიკული კანონმდებლობის შექმნასა და დახვეწაზე იმსჯელეს.
"დღეს აუცილებელია ქვეყანაში ფსიქოაქტიური ნივთიერებების სიები, ოდენობები და დოზები დაზუსტდეს, რადგან ეს პირდაპირ უკავშირდება სანქციებს.
ნარკოტიკის მომხმარებელი – ანუ ავადმყოფი, ნარკოტიკის მოხმარებისთვის არ უნდა მოხვდეს საპატიმროში, რადგან ეს მასზე დადებით ზეგავლენას ვერ მოახდენს. ახალი პროექტის მიხედვით ნარკოტიკების მომხმარებელს, თუ ის დანაშაულს არ ჩაიდენს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს. მათთვის უნდა დაწესდეს ადმინისტრაციული ჯარიმა. უკვე დამტკიცებული სტრატეგიის შესაბამისად, მათთვის დახმარების სხვა, ალტერნატიული სახეები უნდა გამოიძებნოს", – განაცხადა გიორგი წერეთელმა. მისივე თქმით, შემუშავებულია კანონპროექტი, რომელიც ჯერჯერობით სამუშაო შეხვედრების ფორმატში ექსპერტებთან, პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან განიხილება.
"ნარკომანს განვიხილავთ არა როგორც დამნაშავეს, არამედ როგორც ავადმყოფს. სწორედ ეს ფაქტორი გვინდა კანონმდებლობაში ავსახოთ", – განაცხადა სანდრა რულოვსმა.
შეთანხმებული კანონპროექტი პარლამენტში შემოდგომაზე განიხილება.

http://www.parliament.ge

2007.10.05


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006