logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    შეხვედრა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი შეხვდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ჯანდაცვის სექტორის უფროს მრჩეველს, ფორესტ დანკანს, რეგიონალურ მრჩეველს, პოლ მ.ჰოლმს და დირექტორის მოადგილეს, ანდრეა ჯ. ეიტსს.
გიორგი წერეთელმა მიმოიხილა ვაშინგტონში გამართული სემინარის შედეგები, სადაც მთავარი თემა იყო USAID-ის მიერ განხორციელებული პროექტები, მათი მიზნები და რისკები. მან აღნიშნა, რომ დღესდღეისობით საქართველოს ჯანდაცვის სექტორში წარმატებით ხორციელდება ის პროექტები, რომლებიც USAID-მა და ქართულმა მხარემ ერთობლივად დაგეგმა.
კომიტეტის თავმჯდომარემ მიმოიხილა საქართველოში, კერძოდ კი ჯანდაცვის სექტორში მიმდინარე მოვლენები, აღნიშნა, რომ ქვეყანაში შეიმჩნევა სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ინვესტიციებისთვის შესაფერისი გარემოს შექმნა. სტუმრებს გააცნო ჯანდაცვის ახალი რეფორემა, რომლის მიზანია სრულიად საქართველოს მასშტაბით ახალი საავადმყოფოების აშენება, აღჭურვა და კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტება, საბოლოოდ კი სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლება.
გარდა ამისა, გიორგი წერეთელი სტუმრებს ესაუბრა საქართველოში არსებული სადაზღვევო სისტემის შესახებ. მისი აზრით, სადაზღვევო სისტემამ თანდათანობით უნდა მოიცვას საქართველოს ფართო ფენები, რისთვისაც აქტიური ნაბიჯები იდგმება და კიდევ ახალი ღონისძიებები იგეგმება.
საუბარი ასევე შეეხო საპენსიო სისტემას, ნარკოპრევენციას, რაშიც უმთავრესი როლი ენიჭება საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას და ამ სფეროში მათი ცოდნის ამაღლებას.
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, გიორგი წერეთელმა ყურადღება გაამახვილა მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტზე, კერძოდ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დახმარების პროგრამაზე, რომელიც მიზნად ისახავს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდას.
გიორგი წერეთლის შეფასებით საქართველოში არსებული ჯანდაცვის სისტემა ეფექტურად ფუნქციონირებს, თუმცა საჭიროებს სისტემატიურ მონიტორინგს.

http://www.parliament.ge

2007.10.05


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006