logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    "სამეცნიერო გარღვევა" COVID-19-ის მკურნალობაში - ჯანმო

COVID-19-ის მკურნალობაში "სამეცნიერო გარღვევა" მოხდა, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსმა განაცხადა.

ამგვარად, მან დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის სამკურნალოდ დექსამეტაზონის კლინიკური გამოცდის შედეგები შეაფასა.

"ეს პირველი წამალია, რომელმაც აჩვენა COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებში, რომლებაც ჟანგბადით მკურნალობა ან ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია ესაჭიროებათ, გარდაცვალების რისკის შემცირება", - აღნიშნა ღებრეიესუსმა და სამეცნიერო მუშაობის შედეგებს "შესანიშნავი ახალი ამბავი" უწოდა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ლონდონმა მას წარუდგინა გამოცდის პირველადი შედეგები. ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ უახლოეს ხანებში მოუთმენლად ელოდებიან სრული ანალიზის შესახებ ინფორმაციას.

გუშინ, ბრიტანეთის ხელისუფლებამ დექსამეტაზონი COVID-19-ის სამკურნალოდ დაამტკიცა. ხელისუფლების განცხადებით, დექსამეტაზონი კორონავირუსისგან განსაკურნად მსოფლიოში პირველი წამალია.

"ხელისუფლებამ დღეიდან ავტორიზება მოახდინა ჯანდაცვის ნაციონალური სამსახურის მიერ კორონავირუსის საწინააღმდეგო მსოფლიოში პირველი წამლის გამოყენებაზე, რომელსაც დამტკიცებულად შეუძლია დასწიოს გარდაცვალების რისკი... მთავრობის მიერ დაფინანსებულმა  ამ წამლის გამოცდამ,  ცხადყო, რომ ის არსებითად ამცირებს გარდაცვალების რისკს პაციენტებში, რომლებსაც სჭირდებათ ჟანგბადით მკურნალობა. ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რათა წამალი ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის ჯანდაცვის ნაციონალური სამსახურის დაწესებულებებში დიდი ბრიტანეთის მთელ ტერიტორიაზე", - ნათქვამია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში, რომელიც მედიამ გავრცელა.

ოქსფორდში ჩატარებული კვლევების თანახმად, დექსამეტაზონი 35 პროცენტით ამცირებს გარდაცვალების რისკს პაციენტებში, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე, ხოლო 20 პროცენტით - პაციენტებში, რომლებიც გადიან ჟანგბადით მკურნალობას. გამოცდის დროს პრეპარატი მიიღო 2 104-მა პაციენტმა 10  დღის განმავლობაში, დღეში 6 მგ-ის რაოდენობით.

დიდი ბრიტანეთი პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა კვლევის შედეგებს "ამ მომენტისთვის უდიდესი გარღვევა" უწოდა კორონავირუსთან ბრძოლაში.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, არსებული სტეროიდების მარაგები, რომლის შეკვრაც 5 ფუნტი სტერლინგი ღირს, 200 ათასზე მეტი ადამიანის სამკურნალოდ საკმარისია.

გათვლების თანახმად, აღმოჩენა უფრო ადრე რომ გაკეთებულიყო, ბრიტანეთში 4-5 ათასი სიცოცხლის გადარჩენა შეიძლებოდა.

http://ghn.ge

2020.06.17


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006