logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ეკატერინე ტიკარაძემ კოვიდ 19-ის პოსტკრიზისული გეგმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებთან ერთად განიხილა

კოვიდ 19-ის პოსტკრიზისული გეგმის სამუშაო ვერსია განიხილეს ჯანდაცვის სამინისტროში. შეხვედრას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები ესწრებოდნენ. ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მათგან პირადად მოისმინა შეფასებები და რეკომენდაციები. საუბარი შეეხო ვირუსის მეორე ტალღასთან დაკავშირებულ  მოლოდინებსა და საპასუხო სტრატეგიებს, ჰოსპიტალური და პირველადი ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებას, ასევე ტესტირების შესაძლებლობების გაზრდას. ყურადღება გამახვილდა სამედიცინო პერსონალის მობილიზებასა და მათი პროფესიული განვითარების საკითხებზე.

“მნიშვნელოვანი არის სისტემის სრული გაძლიერება იმისათვის, რომ საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, ყველა ჰოსპიტალს და ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებელს ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ გაწიოს მომსახურება კოვიდ ინფექციის მართვისთვის. ასევე მნიშვნელოვანია ქვეყანაში ყველა იმ მარაგის დროული და შესაბამისი მოცულობით შექმნა, რომელიც შეეხება ტესტირების კომპონენტს და ასევე რა თქმა უნდა პირადი დაცვის საშუალებებს. ჩვენ ვიმსჯელეთ თუ როგორი უნდა იყოს, როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორის პასუხი, ამაში იგულისხმება თუ რა მარაგების შექმნის აუცილებლობაა კერძო სექტორში და რა კომპონენტში იქნება სახელმწიფოს თანამონაწილეობა. განვიხილეთ თუ როგორ უნდა მოხდეს პერსონალის გადამზადება იმისათვის, რომ შედარებით უფრო მაღალი ტალღის შემთხვევაში თავიდან იქნას აცილებული ექიმების დაინფიცირების რისკი“,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

კოვიდ 19-ის პოსტკრიზისული გეგმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებს მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გააცნო.

ექსპერტ აკაკი ზოიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა წარმატებით ართმევს თავს ვირუსთან დაკავშირებულ გამოწვევებს, მაინც აუცილებელია ჯანდაცვის სექტორის მზაობის გაძლიერება.

„მეორე და მესამე ტალღას მთელი მსოფლიო ელოდება და საქართველო გამონაკლისი არ არის. მით უმეტეს საუბარია ეკონომიკის, ტურიზმის, საზღვრების გახსნაზე, რაც ასე ვთქვათ, ვირუსის გავრცელების რისკს მოუმატებს და საქართველო თითოეულ ამ სცენარს უნდა დახვდეს მომზადებული. ამიტომაც, დღეს მოვისმინეთ ძირითადი პრინციპები, რაც ამ პოსტკრიზისულ გეგმაში არის ჩადებული. ხუთი ძირითადი მიმართულებაა და შეფასება მოხდა ექსპერტების მიერ. შევთანხმდით შემდგომ ნაბიჯებზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს მივიყვანოთ უკვე დეტალურ სამოქმედო გეგმამდე“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

ექსპერტ გიორგი კამკამიძის თქმით, მისასალმებელია ინფექციურ დაავადებებთან დაკავშირებით, ჰოსპიტალური სექტორის მობილიზაციისა და გაძლიერების კუთხით მუშაობა.

„კორონავირუსის ეპიდემიამ ასე ვთქვათ, დააჩქარა ინტეგრაციის ეტაპები, შესაბამისად ეს მისასალმებელია და დიდ საავადმყოფოებში ჩემი აზრით აუცილებლად უნდა იყოს ინფექციური განყოფილებები“, - აღნიშნა გიორგი კამკამიძემ.

საზოგადოებრივ ჯანდაცვის ექსპერტებთან შეხვედრები უკვე გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება და განხილვებს კლინიკური ჯგუფის წარმომადგენლებიც შეუერთდებიან.

http://moh.gov.ge

2020.06.03


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006