logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    შეხვედრა პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებთან

ახალი კორონავირუსის სავარაუდო შემთხვევების გამოვლენისა და მსუბუქი შემთხვევების ბინაზე მართვის მოდელის დასაგეგმად პირველადი ჯანდაცვის ქსელთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ ჯანდაცვის სამინისტროში პჯდ ხელმძღვანელებთან შეხვედრა გაიმართა. მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია მოსახლეობამ ზედმეტი ვიზიტებისგან და კონტაქტებისგან თავი შეიკავოს. სწორედ ამიტომ პირველადი ჯანდაცვის ქსელი სრულად მობილიზებულია სატელეფონო კონსულტაციის გაწევისთვის. მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში კი, უმოკლეს ვადაში, შესაძლებელია როგორც ადგილზე ვიზიტის დაგეგმვა, ასევე ბინაზე ვიზიტის ორგანიზებაც.

“დღეს, პირველადი ჯანდაცვის ქსელი სრულად მობილიზებულია იმისთვის, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ექნება ამის საჭიროება, გაუწიოს აქტიური სატელეფონო კონსულტაცია. ამდენად, ჩვენი რეკომენდაცია მოსახლეობისთვის არის ის, რომ შეინარჩუნონ აქტიური კონტაქტი ოჯახის ექიმთან, უმჯობესია სატელეფონო სახით და შემდეგ ოჯახის ექიმის რჩევის შესაბამისად მიმართონ სხვა სამედიცინო სამსახურებს. რა თქმა უნდა ჩვენ  აქტიურად ვმუშაობთ პროტოკოლებზე და გაიდლაინებზე, რომლებიც გამოყენებული იქნება ოჯახის ექიმების მიერ. იგეგმება ონლაინ ტრენინგები, როგორც თბილისის, ისე სოფლის ოჯახის ექიმებისთვის, რათა მათ ჰქონდეთ სრული და უახლესი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს შემთხვევების მართვა“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ კორონავირუსის მსუბუქი შემთხვევა ექვემდებარება ჩვეულებრივ, სტანდარტულ, სიმპტომურ მკურნალობას და მისი მართვისთვის განსაკუთრებული პირობები საჭირო არ არის. თუმცა მძიმე შემთხვევებში, მნიშვნელოვანია პაციენტის დროული გადამისამართება შესაბამის დაწესებულებაში.

http://moh.gov.ge

2020.03.18


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006