logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    რესპუბლიკურმა საავადმყოფომ სუნთქვის 30 ახალი აპარატი მიიღო

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ რესპუბლიკურ საავადმყოფოში განცხადება გააკეთა ახალი თანამედროვე ხელოვნური სუნთქვის აპარატებზე. მან აღნიშნა, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ხელოვნური სუნთქვის აპარატები, რომლებიც გადაეცა რესპუბლიკურ საავადმყოფოს და რომლებსაც გამოიყენებენ საჭიროების შემთხვევაში.

„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გართულება, რაც შეიძლება იყოს კორონავირუსის შემთხვევაში და საჭიროება პაციენტისთვის, ეს არის ხელოვნური სუნთქვის აპარატების საჭიროება. ჩვენ უზრუნველვყავით რესპუბლიკური საავადმყოფოსათვის 30 ხელოვნური სუნთქვის აპარატი. ამ ეტაპისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოს აქვს 50 ხელოვნური სუნთქვის აპარატი და ამით ჩვენ შეგვიძლია, პაციენტის გართულების შემთხვევაში, ამ საავადმყოფოში უზრუნველვყოთ ყველა საჭირო პირობა“,- აღნიშნა მან ჟურნალისტებთან საუბარში.

ტიკარაძის თქმით, ახალი 30 აპარატი არის მხოლოდ რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის. გარდა ამისა, მისი თქმით, მისმა უწყებამ კერძო სექტორში მოიძია დამატებით 500-მდე სუნთქვის აპარატი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებენ.

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში „ეკმოს” აპარატის შემოტანაც იგეგმება.  ასევე მიმდინარეობს გარკვეული მოლაპარაკებები და, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გვექნება დამატებით „ეკმოს” აპარატი, იმ შემთხვევისთვის, თუ ამის საჭიროება დადგება“, – აღნიშნა მინისტრმა.

ტიკარაძის თქმით, ამ აპარატების შემოტანა გეგმიურად მოხდა, ვინაიდან, სახელმწიფოს გარკვეული გეგმები აქვს რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მიმართებით – საუბარია მის რეაბილიტაციასა და შესაბამისად მოწყობაზე.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, აპარატების შესყიდვა 2000 ლარამდე დაჯდა, რაც პროგრამაში გეგმურად იყო გათვალისწინებული.

http://publika.ge

2020.03.18


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006