logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ჯანდაცვის მინისტრი გაგუას კლინიკას ეწვია და საერთაშორისო სერტიფიცირების გავლა მიულოცა

გაგუას კლინიკამ გერმანული აუდიტორული კომპანია „კა ტე ქიუ ინტერნეიშენელი“-ს  სერტიფიცირება „საავადმყოფოს სამედიცინო ხარისხის და გამჭვირვალობის’’ შესახებ წარმატებით გაიარა. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სამედიცინო დაწესებულებას ეწვია და წარმატება პირადად მიულოცა.

შემოწმების პროცესი რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.  კლინიკა, კომპანის ექსპერტების მიერ, 55 კატეგორიის შესაბამისად შეფასდა, რამაც გაგუას კლინიკაში სამედიცინო მომსახურების ხარისხის ევროპულ სტანდარტთან შესაბამისობა დაადგინა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პროცესში სხვა კლინიკებიც ჩაერთონ, რაც საქართველოს მასშტაბით მომსახურების ხარისხს და სამედიცინო დაწესებულებების მიმართ ნდობას საგრძნობლად გააუმჯობესებს.

„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე გაგუას კლინიკისთვის, ეს რა თქმა უნდა სახელმწიფოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან მათ მოიპოვეს გერმანული სერტიფიკატი, რომელიც ემსახურება კლინიკებში გამჭირვალობის და ხარისხის მოძიებას. ვთვლი, რომ ეს არის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი“, - აღნიშნა მინისტრმა.

როგორც „კა ტე ქიუ ინტერნეიშენელი“-ს წარმომადგენელი ჰენრიკ ჰერმანი განმარტავს აღნიშნული სერტიფიცირება ნიშნავს, რომ დაწესებულებას აქვს მაღალი სტანდარტი, როგორც პაციენტებისთვის სერვისების მიწოდების კომპონენტში, ასევე თანამშრომლებთან დაკავშირებითაც.

„კლინიკის შეფასების პროცესი დაახლოებით 20 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა გვქონდა, როგორც ელექტრონული კომუნიკაცია, ასევე განვახორციელეთ ადგილზე ვიზიტები. კლინიკამ მოახერხა ჩვენი 55-ვე კრიტერიუმის დაკმაყოფილება, რაც ნიშნავს, რომ დაწესებულებას აქვს მაღალი სტანდარტი. აღნიშნული მოიცავს პაციენტის უსაფრთხოებას, ხარისხის მენეჯმენტს და ადმინისტრირებას. შეფასების პროცესში გავესაუბრეთ კლინიკის თანამშრომლებს, ექიმებს, ექთანებს. შემოწმების შედეგად დავრწმუნდით, რომ კლინიკას აქვს ძალიან მაღალი ხარისხი და შესაბამისად გადავეცით ჩვენი სერტიფიკატი“, - აღნიშნა საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენელმა.

„კა ტე ქიუ ინტერნეიშენელს“ ხარისხის კონტროლის კუთხით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და კლინიკების სერტიფიცირებას გერმანიაში, ჩინეთში, ავსტრიაში, ბალტიისპირეთსა და სხვა ქვეყნებში ახორციელებს. ორგანიზაციის მთავარი მიზანი, ჯანდაცვის სისტემაში მაღალი ხარისხის დანერგვაა. პაციენტის უსაფრთხოება და რისკების მენეჯმენტი კომპანიის პრიორიტეტია. 

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლებს ჯერ კიდევ ოქტომბერში შეხვდა, სადაც მხარეებმა საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების, გერმანული სტანდარტების მიხედვით, შეფასებასა და მათი სერტიფიცირების თემა განიხილეს.

http://moh.gov.ge

2020.02.20


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006