logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    2020 წლის ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებში ცვლილებები შევიდა

2020 წლის ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებში ცვლილებები შევიდა. შესაბამისი დადგენილების პროექტი, მთავრობის სხდომაზე დაამტკიცეს.

ცვლილება შეეხო ბავშვთა სისხლში ტყვიის ბიომონიტორინგს, გაფართოვდა მოსარგებლეთა არეალი. მომდევნო წლიდან აღნიშნული სერვისი, სამედიცინო ჩვენების შემთხვევაში,  ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მოქალაქე 7 წლამდე ასაკის ნებისმიერი ბავშვისთვის, პედიატრის ან ოჯახის ექიმის რეფერალის საფუძველზე.

აღნიშნული ცვლილებით, ქვეყანა ადეკვატურ რეაგირებას ახორციელებს იმ გამოწვევებზე, რაც უკავშირდება ბავშვების სისხლში ტყვიის დონის ზრდის მონაცემებს. ამასთან 2019 წელს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თითქმის ყველა რაიონში გადამზადდა მინიმუმ ერთი პედიატრი/ოჯახის ექიმი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, რომელთაც ადგილზე შეუძლიათ განახორციელონ შესაბამისი პრობლემის მქონე ბავშვების დროული იდენტიფიცირება და სპეციალისტთან გადამისამართება. 2020 წლის მეორე ნახევრიდან იგეგმება,  კალენდარული აცრების 4 კომპონენტიანი ვაქცინით ჩანაცვლება. აღნიშნული ცვლილება ეხება 18 თვის და 5 წლის ასაკში ჩასატარებელ გეგმიურ აცრებს. ასევე, გათვალისწინებულია სამედიცინო სასწავლებლების სტუდენტების აცრა „ბ“ ჰეპატიტის წინააღმდეგ, რომლებიც თავიანთი მომავალი პროფესიიდან გამომდინარე სავალდებულოდ უნდა იყვნენ აცრილი ამ დაავადების მიმართ.

„უსაფრთხო სისხლი“-ს სახელმწიფო პროგრამის  -2020 წლის პროექტის ფარგლებში იცვლება პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმები და სერვისის შესყიდვის მექანიზმები. ყველა სისხლის ბანკს, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი კვლევების ჩასატარებლად საჭირო კრიტერიუმებს, საშუალება მიეცემა დარეგისტრირდეს პროგრამის მიმწოდებლად. ამასთან, იცვლება დაფინანსების მექანიზმი და 2020 წლიდან უანგარო დონაციები დაფინანსდება შეუზღუდავად, ხოლო ფასიანი დონაციების დაფინანსების ლიმიტი განისაზღვრება 30%-ის ოდენობით. ეს ცვლილება ემსახურება სისხლის ბანკების მოტივაციის ამაღლებას იზრუნონ უანგარო დონაციების რაოდენობის გაზრდაზე. ამასთანავე, მომდევნო წლიდან, ყველა სისხლის ბანკს ეძლევა საშუალება ჩაერთოს დონაციების ცენტრალიზებულ კვლევაში, რაც აღნიშნული მიმართულებით, წარმოადგენს ინფექციებზე კონტროლის უმაღლეს სტანდარტს.

ცვლილებაა კიბოს სკრინინგის კომპონენტშიც, გაუმჯობესდა განხორციელების მექანიზმი. სახელმწიფო შესყიდვის გზით, ერთი გამარჯვებული დაწესებულების დაკონტრაქტების ნაცვლად, თანამშრომლობა ყველა იმ დაწესებულებასთან მოხდება,  რომელიც დააკმაყოფილებს პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმებს. აღნიშნული ცვლილებით, მოიხსნება პროგრამაში მონაწილეობის ბარიერი, რაც გაზრდის  მონაწილეთა რიცხვს და გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას.
ცვლილება შეეხო ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამასაც, სტაციონარული მომსახურების კომპონენტს დაემატა სარქვლოვანი ბრონქობლოკაციის ოპერაცია. შეიცვალა, სტაციონარული მომსახურების დაფინანსების მექანიზმიც, ნაცვლად საწოლდღით დაფინანსებისა, შემოღებული იქნა დიაგნოზთან შეჭიდული ტარიფი, რომელიც ამავე დროს უფრო ხარჯთეფექტურია. იცვლება ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტის კონტაქტების კვლევის პროტოკოლი. ახალი დიზაინის მიხედვით, ეპიდემიოლოგი განახორციელებს ყველა კონტაქტირებული პირის მოძიებას, მათთან საგანმანათლებლო სამუშაოს ჩატარებას ტუბერკულოზის საკითხებზე და ტუბ ერთეულში გადამისამართებას. რის შემდგომაც განისაზღვრება ესაჭიროება თუ არა აღნიშნულ ბენეფიციარს შემდგომ მკურნალობაში ჩართვა. აღნიშნული ცვლილების მიზანს წარმოადგენს, ტუბერკულოზით დაინფიცირებული პირების დროული იდენტიფიცირება და რეფერალი სპეციალისტთან. ,,აივ-ინფექცია/შიდსის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია რამდენიმე სიახლე. გაიზარდა ანტირეტროვირუსული მედიკამენტებით მოსარგებლეთა რიცხვი. დაემატა პატიმრობიდან გათავისუფლებული, არვ თერაპიაზე მყოფი, საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პრობაციონერები. ამ კატეგორიის მოსარგებლისთვის, ცენტრში შექმნილი კომისიის დადებითი გადაწყვეტილების შემდეგ, წელიწადში ერთხელ, განმეორებითი სტანდარტული ვიზიტის ღირებულებაც დაფინანსდება.

ამასთანავე გათვალისწინებულია იმ ვალდებულებების ფინანსური უზრუნველყოფა, რომელიც გლობალური ფონდის პროექტიდან 2020 წელს გადმოდის სახელმწიფოსმ ვალდებულებებში. მათ შორის, პროგრამას ემატება ორი ახალი პრევენციული ტიპის აქტივობა – 1. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენცია მაღალი რისკის ჯგუფებში. 2. ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში აივ-ინფექცია/შიდსზე სკრინინგი, რომელიც განხორციელდება მაღალი რისკის ჯგუფებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით.

 

http://ipress.ge

2020.01.30


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006