logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო დაწესებულებებისთვის სელექტიური კონტრაქტირების პროცესი დაიწყო

თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში არსებული პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო დაწესებულებებისთვის სელექტიური კონტრაქტირების პროცესი დაიწყო და კრიტერიუმები განისაზღვრა. სელექტიური კონტრაქტირებისას გათვალისწინებული იქნება თუ რამდენად არის დაწესებულება პრევენციულ და პირველადი ჯანდაცვის სერვისების განვითარებაზე ორიენტირებული. სამედიცინო დაწესებულებას უნდა შეეძლოს კლინიკო-ლაბორატორიული კვლევების ჩატარება ერთი ფანჯრის პრინციპის დაცვით. ამას გარდა, პაციენტს მომსახურება სრული პჯდ გუნდის (ოჯახის ან უბნის ექიმი და ექთანი) მეშვეობით უნდა მიეწოდოს. აღნიშნული ვალდებულება განისაზღვრა პაციენტების ინტერესებიდან გამომდინარე.

სელექტიური კონტრაქტირების ერთ-ერთი კრიტერიუმია ოჯახის ან უბნის ექიმების ჩართულობა უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში. ამასთანავე პირველადი ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებელი კლინიკა უნდა მონაწილეობდეს პრევენციულ და სკრინინგის პროგრამებში. ერთ უბნის ან ოჯახის ექიმზე მიმაგრებული მოსახლეობის საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 2,500 პირს. ამასთანავე დაწესებულებაში, ფაქტობრივი მისამართების მიხედვით, რეგისტრირებული ბენეფიციარების რაოდენობა, 2020 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, უნდა იყოს ან აღემატებოდეს 13 000 ადამიანს. ბენეფიციარების ეს რაოდენობა, არსებული დაფინანსების პირობებში, იძლევა ხარისხიანი და კომპლექსური პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიწოდების საშუალებას. ბენეფიციართა რაოდენობასთან დაკავშირებული კრიტერიუმი, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის შენარჩუნების მიზნით, არ შეეხება ზოგიერთ სამედიცინო დაწესებულებას, რომელთა ნუსხა განისაზღვრება პირველადი ჯანდაცვის საკოორდინაციო საბჭოს მიერ.

აღნიშნული კრიტერიუმი არ ვრცელდება ქალაქების მუნიციპალიტეტებში არსებულ დაბებსა და სოფლებზე, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა საოჯახო მედიცინის ცენტრებზე. აღნიშნული ცვლილებებით პირობები გაუმჯობესდება, როგორც სერვისის მიმღები პირებისათვის, ასევე მიმწოდებლებისთვის. პაციენტებისათვის, პირველადი ჯანდაცვის დონეზე, შესაძლებელი გახდება სერვისების სრულფასოვანი მიწოდების უზრუნველყოფა ბინაზე ვიზიტების ჩათვლით. პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები სერვისის მიწოდებას განახორციელებენ პირველადი ჯანდაცვის სრული გუნდის მეშვეობით (ოჯახის ან უბნის ექიმი და ექთანი), რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ექთანების დაბრუნებას/დასაქმებას პირველადი ჯანდაცვის სექტორში. ასევე, გაიზრდება ოჯახისა და უბნის ექიმების ჩართულობა უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში. აღნიშნული ცვლილებები საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს პირველადი ჯანდაცვის დონეზე სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.

http://moh.gov.ge

2020.01.11


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006