logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    საჩხერეში მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის კაბინეტი გაიხსნა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელთან ლაშა კილაძესთან ერთად საჩხერეში მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის კაბინეტი გახსნა.

ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი უკვე წლებია წარმატებით ახორციელებს ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამას, რაც ითვალისწინებს წამალდამოკიდებული პაციენტების მკურნალობას განსხვავეული მეთოდით, და გულისხმობს ე.წ. აგონისტებით მხარდამჭერ თერაპიას, შედარებით ხანგრძლივი ვადით პაციენტისათვის ჩამანაცვლებელი ნარკოტიკული საშუალების მიცემას.

მინისტრის მოადგილის თქმით, საჩხერის კაბინეტის გახსნა მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯია გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის კუთხით პროგრამის ბენეფიციართა რესოციალიზაციისთვის, პროგრამაში ჩართული პირებისათვის.

„მნიშვნელოვანია თითოეული ასეთი ინიციატივა, რადგან ამით უმჯობესდება ბენეფიციართათვის სერვისზე ხელმისაწვდომობა ადგილობრივ დონეზე. ამ ეტაპზე დაუყოვნებლივ 50-მდე ბენეფიციარს მოემსახურება ცენტრი. სერვისის მისაღებად ყოველდღიურად ქუთაისისა და ზესტაფონის კაბინეტებში უწევდათ ვიზიტი და შესაბამისად, ეს ხელს უშლიდა მათ დასაქმებასა და საზოგადოებრივ აქტივობებში ჩართვას.“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

დღესდღეობით, აგონისტებით მხარდამჭერი თერაპია ოპიოიდებზე დამოკიდებულ პირთა მკურნალობის, დეკრიმინალიზაციის, სოციალური ინტეგრაციისა და “ქუჩის ნარკოტიკების” მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირების ყველაზე ეფექტიან საშუალებად არის მიჩნეული. ამ პროგრამების ფართოდ გავრცელებას განსაკუთრებული ბიძგი მისცა აივ/შიდსის ეპიდემიამ, ვინაიდან აღნიშნული მკურნალობა ნარკოტიკებზე დამოკიდებულ პირებში ინექციური გზით აივ/შიდსისა და ჰეპატიტების გავრცელების შეზღუდვის ერთ- ერთი ძირითადი საშუალებაა.

კაბინეტს პირველ ეტაპზე ექიმი-ნარკოლოგი, სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი მოემსახურება. ეს არის მხარდაჭერა ოპიოიდებზე დამოკიდებულ პირთათვის, რაც საშუალებას აძლევს მათ გაიუმჯობესონ ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, უარი თქვან კრიმინალურ ცხოვრებაზე, ეფექტურად ისწავლონ, იმუშაონ, გახდნენ საკუთარი ოჯახისა თუ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები.

ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩანაცვლებითი თერაპიის 19 განყოფილება (მათ შორის 2 პენიტენციალურ დაწესებულებაში) და 2 კაბინეტი აქვს, სადაც ბენეფიციარები ყოველდღიურ რეჟიმში იღებენ მედიკამენტს, სამედიცინო პერსონალის უშუალო კონტროლის ქვეშ, რაც მაქსიმალურად გამორიცხავს მეთადონის სამედიცინო დაწესებულებიდან „შავ ბაზარზე“ გადინებას.

საჩხერეში მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის კაბინეტის გახსნას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

http://www.moh.gov.ge

2019.07.31


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006