|
2007.05.10 ფრინველის გრიპს განახევრებული თანხებით შეებრძოლებიან
ფრინველის გრიპის კონტროლისა და სახელმწიფო რეაგირების მიზნით ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები ორჯერ მცირდება. ამ მიზნით 2007 წლის ბიუჯეტში 2 მლნ 950 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული და აღნიშნული თანხა 1 მლნ 823 ათას ლარამდე შემცირდება.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ გობეჯიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ფრინველის გრიპთან ბრძოლის საჭიროება არ არსებობს და შესაბამისად, საბიუჯეტო თანხების ათვისებაც ვერ ხორციელდება.
თუმცა, მისივე თქმით, ასეთი საჭიროების წარმოშობის შემთხვევაში თანხების მობილიზება "უპრობლემოდ მოხდება".
|