განავლის გამოკვლევა

 

 

 

 

·        მასალის შეგროვება

·        ავადმყოფის მომზადება

·        განავლის ანალიზი (ნორმა)

·        განავლის გამოკვლევის კლინიკური მნიშვნელობა

 

 

 

 

 

მასალის შეგროვება

 

განავლის გამოკვლევის (კოპროლოგიური კვლევის) შედეგები დიდად არის დამოკიდებული ავადმყოფის მომზადებასა და მასალის სწორად შეგროვება-შენახვაზე.

·        განავლის გამოკვლევა უნდა ჩატარდეს არაუგვიანეს 8-12 საათისა გამოყოფის მომენტიდან;

·        განავლის შენახვა გამოკვლევამდე უნდა მოხდეს 3-5 გრადუს ტემპერატურაზე;

·        განავლის მოგროვება უნდა მოხდეს სუფთა მშრალ ჭურჭელში, რომელიც სასურველია იყოს მინის;

·        უნდა ეცადოთ, განავალს არ შეერიოს შარდი ან სასქესო ორგანოებიდან გამონაყოფი, ასევე მედიკამენტები;

·        თუ საჭიროა განავლის რაოდენობის ცოდნა, მაშინ წინასწარ უნდა აიწონოს ჭურჭელი, რომელშიც ის გროვდება.

 

 

 

ავადმყოფის მომზადება

 

·        კოპროლოგიურ გამოკვლევამდე ავადმყოფს უნდა აეკრძალოს ზოგიერთი მედიკამენტი, კერძოდ საფაღარათო საშუალებები, ვაგო- და სიმპათიკოტროპული საშუალებები, კაოლინი, ბარიუმის სულფატი, ბისმუთისა და რკინის პრეპარატები, რექტალური საშუალებები (სანთლები);

·        თუკი გამოკვლევის მიზანია ფარული სისხლდენის დიაგნოსტირება, მაშინ განავლის აღებამდე სამი დღით ადრე ავადმყოფს უნდა აეკრძალოს ხორცის, თევზის, ყველა სახის მწვანე ფერის ბოსტნეულის მიღება;

·        თუ გამოკვლევის მიზანია საკვების მონელების უნარის შეფასება, მაშინ სასურველია მიღებული საკვების შემადგენლობა წინასწარ იყოს დოზირებულად შერჩეული.

 

 

 

 

განავლის ანალიზი (ნორმა)

 

რაოდენობა დღე-ღამეში

100-250

კონსისტენცია

გაფორმებული (რბილი ან მაგარი)

ფორმა

ცილინდრული

ფერი

მოყავისფრო

რეაქცია

ნეიტრალური ან სუსტი ტუტე

ლორწო, სისხლი

არ აღინიშნება

 

განავლის მიკროსკოპია

 

კუნთოვანი ბოჭკოები

არ აღინიშნება ან გვხვდება ცალკეული მონელებული ბოჭკოები, რომელთაც დაკარგული აქვთ თავისი ზოლიანობა

შემაერთებელი ქსოვილი

არ აღინიშნება

ნეიტრალური ცხიმი

არ აღინიშნება

ცხიმოვანი მჟავები

არ აღინიშნება

ქაფი

უმნიშვნელო რაოდენობით

მცენარეული უჯრედისი:

) მონელებული

ერთეული უჯრედები ან უჯრედული ჯგუფები

                 ) მოუნელებელი

სხვადასხვა რაოდენობითაა

სახამებელი

არ აღინიშნება

იოდოფილური ფლორა

არ აღინიშნება

ლორწო, ეპითელიუმი

არ აღინიშნება

ლეიკოციტები

პრეპარატში არის ერთეულობით

 

 

 

 

განავლის გამოკვლევის კლინიკური მნიშვნელობა

 

განავლის გამოკვლევის დროს ყურადღება ექცევა მის რაოდენობას, ფერს, კონსისტენციას, რაც დამოკიდებულია საკვების რაოდენობასა და ხარისხზე, ასევე ნაწლავების პერისტალტიკაზე.

განავლის რეაქცია ანუ pH დამოკიდებულია ნაწლავების  მიკროფლორის ცხოველმყოფელობაზე. როცა ბაქტერიების ცხოველმყოფელობა გაძლიერებულია, განავლის რეაქცია ტუტეა მასში ცილის დაშლის პროდუქტის - ამიაკის სიჭარბის გამო. მჟავე რეაქციას განაპირობებს ნახშირორჟანგისა და ორგანული მჟავეების სიჭარბე დუღილის პროცესების ხარჯზე. ლპობის დისპეფსიის მიზეზი ხშირად კოლიტია, ხოლო დუღილისა - ენტერიტები.

სისხლის პიგმენტები განავალში ჩვეულებრივ არ უნდა გამოჩნდეს. მისი აღმოჩენა მიუთითებს წყლულოვანი დაავადების ან კუჭ-ნაწლავის სისტემის სიმსივნეებზე. ერითროციტების არსებობისას სავარაუდოა სისხლდენა ტრაქტის ქვემდებარე ნაწილებიდან, ხოლო ჰემოროიდული კვანძებიდან სისხლდენის შემთხვევაში სისხლი, ჩვეულებრივ, ზემოდანაა განავალზე.

ნაღვლის პიგმენტები: სტერკობილინი განაპირობებს განავლის ფერს. ბილირუბინი შეუცვლელი სახით განავალში გვხვდება გაძლიერებული პერისტალტიკის დროს ან ანტიბიოტიკებისა და სულფანილამიდების დიდი დოზებით მიღებისას, ნაწლავების მიკროფლორის დათრგუნვის გამო. განავალში ნაღვლის პიგმენტების არარსებობა (ამ შემთხვევაში განავალი უფეროა) მიუთითებს ღვიძლის დაზიანებაზე ან სანაღვლე გზების მექანიკურ დაცობაზე. სტერკობილინის რაოდენობის მომატებას იწვევს ნაღვლის გამოყოფის ან ერითროციტების დაშლის გაძლიერება.

განავლის მიკროსკოპიის დროს გადაუმუშავებელი შემაერთებელი ქსოვილი კუჭის არასაკამარის ფუნქციურ აქტივობაზე მეტყველებს. სახამებელი და ასევე ნეიტრალური ცხიმი განავალში საერთოდ არ უნდა იყოს. სახამებლის გამოჩენა წვრილი ნაწლავების დაავადებაზე მიუთითებს, ხოლო ნეიტრალური ცხიმისა (სტეატორეა) – ლიპაზის აქტივობის დაქვეითებაზე ან ნაღვლის არასაკმარის რაოდენობაზე მეტყველებს.

ლეიკოციტების რაოდენობის მომატება ნაწლავების ანთებაზე მეტყველებს, ხოლო ლორწოსთან ერთად მათი გროვებად გამოჩენა (ჩირქი) კი - მსხვილი ნაწლავის სერიოზულ დაავადებაზე (დიზენტერია, ტუბერკულოზი, სიმსივნე, წყლულოვანი კოლიტი). ეოზინოფილები ამებური დიზინტერიის გარდა ასევე დამახასიათებელია ჰელმითოზებისთვისაც.

ცალკე უნდა აღინიშნოს განავალში უმარტივესების (ამება, ლამბლია, ტრიქომონა და სხვ.) აღმოჩენისა და დიფერენცირების მნიშვნელობა. პათოგენური და არაპათოგენური ფორმების განსხვავება დიდ ყურადღებასა და გამოცდილებას  მოითხოვს. ერთუჯრედიანები შესაძლებელია აღმოჩნდეს აქტიური, მოძრავი ფორმის (ისინი ადვილად იღუპებიან განავლის შენახვისას) ან უფრო მდგრადი ცისტების სახით. ამიტომ მათ აღმოსაჩენად განავალი უნდა გაისინჯოს მისი გამოყოფისთანავე ანუ თბილ მდგომარეობაში.

განავალში პარაზიტების - ჰელმითების (ჭიების) აღმოჩენა განავლის ანალიზის შემადგენელი ნაწილია, მაგრამ ხშირად მას დამოუკიდებლადაც მიმართავენ. ჰელმინთები და მათი კვერცხები უმეტესად მაკროსკოპიულად გამოჩნდება, ხოლო მიკროსკოპიული კვლევის დროს ხდება მათი კვერცხების, ასევე განსაკუთრებით წვრილი ჭიების აღმოჩენა