შარდის გამოკვლევა

 

·        შარდის ანალიზის შესახებ

·        შარდის შეგროვების წესი

·        შარდის ანალიზი (ნორმა)

·        შარდის გამოკვლევის კლინიკური მნიშვნელობა

 

 

შარდის ანალიზის შესახებ

შარდის ანალიზი ერთ-ერთ გავრცელებულ ლაბორატორიულ გამოკვლევას წარმოადგენს. შარდის წარმოქმნის მექანიზმის გათვალისწინებით, იგი პირველ რიგში შარდ-სასქესო სისტემის ფუნქციურ მდგომარეობის ასახავს. ამავდროულად, შარდის საშუალებით შესაძლებელია ვიმსჯელოთ ორგანიზმში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებაც, კერძოდ შარდის ანალიზი იცვლება დიაბეტის, ღვიძლისა და სანაღვლე გზების, პანკრეასის, სისხლის დაავადებების, ცხელების, ტუბერკულოზის, სხვადასხვა ინფექციური პათოლოგიის, მოწამვლების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევების, ასევე მთელი რიგი პათოლოგიების დროს. ამიტომაც, ეს გამოკვლევა ხშირად ინიშნება ექიმების მიერ, როგორც სკრინინგული ტესტი და იგი ასევე შედის აუცილებელი გამოკვლევების ნუსხაში ნებისმიერ პათოლოგიაზე ეჭვის შემთხვევაში.

შარდის გამოკვლევის დროს ხდება:

·        შარდის სადღეღამისო რაოდენობის განსაზღვრა;A

·        შარდის ფიზიკური თვისებების (სუნი, ფერი, გემო, ხვედრითი წონა, pH) შესწავლა;

·        შარდის ნალექის მიკროსკოპული ანალიზი (ეპითელიუმი, ლეიკოციტები, ერითროციტები, ცილინდრები, ბაქტერიები, ლორწო);

·        შარდის ბიოქიმიური გამოკვლევა.  

 

 

შარდის შეგროვების წესი

·        შარდის საერთო ანალიზის ჩატარების მიზნით შარდი უნდა შეგროვდეს დილით ანუ ეს ნიშნავს ღამის შემდეგ პირველად მოშარდვისას შარდის მთელი პორციის შეგროვებას;

·        შარდი უნდა შეგროვდეს  სასქესო ორგანოების საფუძვლიანი ტუალეტის შემდეგ;

·        ჭურჭელი უნდა იყოს ზედმიწევნით სუფთა და მშრალი;

·        გამოკვლევამდე შარდის შენახვა შესაძლებელია გრილ ადგილას მხოლოდ 1,5სთ-ის განმავლობაში. შენახვისას კონსერვანტების გამოყენება არასასურველია, თუმცა შეიძლება დაშვებული იქნას მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში;

·        ნეჩიპორენკოს წესით  გამოკვლევისათვის აღებულ უნდა იქნას დილის შარდის შუა ულუფა;

·        ადის-კაკოვსკის წესით შარდის ანალიზის ჩასატარებლად შარდის შეგროვება ხდება ერთი დღე-ღამის განმავლობაში: დილით უნდა მოხდეს შარდის ბუშტის დაცლა, რის შემდეგაც შარდი გროვდება ერთ ჭურჭელში, რომელშიც არის 4-5 წვეთი ფორმალინი ან თიმოლის 2-3 კრისტალი. შარდი უნდა შენახულ იქნას მაცივარში;

·        ზიმნიცკის წესით ანალიზისათვის შარდი გროვდება 24სთ-ის განმავლობაში, ყოველ 3 სთ-ში ცალკეულ ულუფებად;

·        ამბურჟეს წესით ანალიზისათვის შარდის მოგროვება ხდება 3 სთ-ის განმავლობაში.

 

 

 

 

შარდის ანალიზი (ნორმა)

 

 

შარდის სადღეღამისო რაოდენობა

 

ასაკობრივი ჯგუფი

შარდის სადღეღამისო რაოდენობა

 

ახალშობილი (1-2 დღის)

30-60 მლ

ბავშვი   1-წლამდე

400-500 მლ

ბავშვი 1-3 წლამდე

500-600 მლ

ბავშვი 3-5 წლამდე

600-700 მლ

ბავშვი 5-8 წლამდე

650-1000 მლ

ბავშვი 8-14 წლამდე

800-1400 მლ

მამაკაცი

800-1800 მლ

ქალი

600-1600 მლ

ხანშიშესული

250-2400 მლ

 

 

შარდის ფიზიკური თვისებები

 

ფერი

ჩალისფერ-ყვითელი

სუნი

არომატული, უსიამო

გამჭირვალობა

გამჭირვალე

შარდის ფარდობითი სიმკვრივე დილის ულუფაში:

 

    ახალშობილი

1012

    ბავშვი   1-წლამდე

1012-1006

    მოზრდილი

1008-1026

მაქსიმალური ფარდობითი სიმკვრივე (ზიმნიცკის ცდით)

1020-ზე მეტი

კონცენტრაციული ინდექსი

3

pH

ნეიტრალური, სუსტი მჟავა, სუსტი ტუტე, 6, 25 ±0,36 (4,5-8)

 

 

შარდის ნალექის მიკროსკოპული გამოკვლევა

 

ბრტყელი ეპითელიუმი

უმნიშვნელო რაოდენობით

გარდამავალი ეპითელიუმი

უმნიშვნელო რაოდენობით

თირკმლის ეპითელიუმი

არ აღინიშნება

ლეიკოციტები

0-3 (მამაკაცებში) და 0-6 (ქალებში) მხედველობის არეში

ერითროციტები

0-2 პრეპარატში

ცილინდრები

არ აღინიშნება

ლორწო

უმნიშვნელო რაოდენობით

ბაქტერიები

არ აღინიშნება ან უმნიშვნელო რაოდენობითაა (არაუმეტეს50 000 1მლ-ში)

არაორგანული ნარჩენი

მჟავე რეაქციის დროს - შარდმჟავას კრისტალები, ურატები.

ტუტე რეაქციის დროს - ამორფული ფოსფატები, შარდმჟავა ამონიუმი, ტრიპელფოსფატები

შარდის ნებისმიერი რეაქციის დროს - ოქსალატები. ყველა მარილი უმნიშვნელო რაოდენობითაა.

შარდის ნალექის გამოკვლევა ნეჩიპორენკოს წესით:

    ერითროციტები

1000-მდე 1მლ-ში

    ლეიკოციტები

4000-მდე 1მლ-ში

    ჰიალინური ცილინდრები

ერთეული მხედველობის არეში

შარდის ნალექის გამოკვლევა ამბურჟეს წესით:

    ერითროციტები         

1,5´102მდე/წუთში

    ლეიკოციტები

2,5´102მდე/წუთში

შარდის ნალექის გამოკვლევა ადის-კაკოვსკის წესით:

    ერითროციტები

(1-2)´106 /დღე-ღამეში

    ლეიკოციტები

(2-4)´106 /დღე-ღამეში

    ცილინდრები

2´104 /დღე-ღამეში

ზიმნიცკის ცდა

შარდის სადღეღამისო რაოდენობა შეადგენს მიღებული სითხის 75%-ს. დღის დიურეზი შეადგენს მთელი დღე-ღამის 2/3-3/4. ფარდობითი სიმკვრივე 1004-1024-მდე

 

 

შარდის ბიოქიმიური მონაცემები

 

ცილა

არ აღინიშნება ან კვალის სახითაა (25-75 მგ/დღე-ღამეში)

ბენ-ჯონსის ცილა

არ გვხვდება

გლუკოზა

არ აღინიშნება (არაუმეტეს 0, 02%-სა)

აცეტონი

არ აღინიშნება

კეტონური სხეულები

არ აღინიშნება (არაუმეტეს 50მგ/დღეღამეში)

ამიაკი

არ აღინიშნება(არაუმეტეს 0,6-1,3გ/დღე-ღამეში)

კრეატინი

არ აღინიშნება

კრეატინინი

7,1-17,7 მმოლი/დღე-ღამეში)

ჰემოგლობინი

არ აღინიშნება

პორფობილინოგენი

2 მგ/ლ-მდე

ურობილინური სხეულები

არ აღინიშნება (არაუმეტეს 6მგ/დღეღამეში)

ბილირუბუნი

არ აღინიშნება

ამილაზა

16-64ერთეული

ლაქტატდეჰიდროგენაზა

8300სე/8სთ

Na

2-4გ/დღე-ღამეში

K

1,5-2,0/დღე-ღამეში

Ca

0,1-0,3/დღე-ღამეში

Mg

0,1-0,2/დღე-ღამეში

ფოსფატები

2,5-4,0/დღე-ღამეში

ქლორიდები

10-15გ/დღე-ღამეში

 

 

 

შარდის გამოკვლევის კლინიკური მნიშვნელობა

 

შარდის ფერი შეიძლება შეიცვალოს ზოგიერთი მედიკამენტის (მაგ. სალიცილატები) ან საკვების (ჭარხალი, მოცვი) ზემოქმედებით. შარდის შეფერილობა პათოლოგიური ცვლილებით არის განპირობებული ჰემატურიის (შარდს აქვს ხორცის ნარეცხის ფერი) ან ბილირუბინურიის (შარდი ნარინჯისფერ-წითელია) დროს.

შარდის ტუტე-რეაქცია ძლიერდება პირღებინების ან კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობის დროს, ასევე საშარდე გზების ქრონიკლი ინფექციების დროს. მჟავიანობა იმატებს შაქრიანი დიაბეტის, თირკმელების ტუბერკულოზის, თირკმლის უკმარისობის დროს.

შარდის მომატებული ხვედრითი წონა მისი ნორმალური მოცულობის დროს გლუკოზურიისათვის არის დამახასიათებელი, ხოლო დაბალი ხვედრითი წონა – პოლიურიისათვის.

შარდის მიკროსკოპიის დროს ბრტყელი ეპითელის გამოჩენა დიდი დიაგნოსტიკური მნიშვნელობისა არ არის. რაც შეეხება თირკმლის ეპითელს, მისი არსებობა თირკმლის მძიმე პათოლოგიაზე მიუთითებს (ნეფრიტები, ინტოქსიკაციები, სისხლის მიმოქცევის მოშლა). იგივე ითქმის ცილინდრურიაზეც, რომელიც თირკმლის პარენქიმის დაზიანების სიმპტომია.

ფორმიანი ელემენტების (ლეიკოციტები, ერითროციტები) განსაზღვრისათვის გამოიყენება რამოდენიმე მეთოდი: ზიმნიცკის, ადის-კაკოვსკის (მათი განსაზღვრა ხდება სადღეღამისო შარდში), ამბურჟესა (1წთ-ში გამოყოფილ შარდში) და ნეჩიპორენკოს (1მლ შარდში). ისინი მოწოდებულია ფარული ლეიკოციტურიის აღმოსაჩენად, იმისათვის, რომ გაირკვეს, ლეიკოციტურია სჭარბობს თუ ჰემატურია, მათი ხარისხის შესაფასებლად და მკურნალობის პროცესში ავადმყოფზე დინამიური დაკვირვებისათვის.

ცილა უმნიშვნელო რაოდენობით შეიძლება ჯანმრთელი ადამიანის შარდშიც აღმოჩნდეს. რაც შეეხება პროტეინურიას, იგი შესაძლოა იყოს გარდამავალი, დროებითი (ცხელების ან ინტოქსიკაციების დროს) ან შედარებით ხანგრძლივი - მრავალი კვირის ან წლების განმავლობაში. პროტეინურია შეიძლება განპირობებული იყოს პრერენალური (გამოწვეულია ცილების გაძლიერებული დაშლით ან ჰემოლიზით), რენალური (გამოწვეულია თირკმლის პათოლოგიით) და პოსტრენალური (გამოწვეულია საშარდე გზების ანთებით) მიზეზებით. მნიშვნელობა აქვს აგრეთვე დღიურად დაკარგული ცილის რაოდენობას: 1გ ცილის დაკარგვისას პროტეინურია ზომიერად ითთვლება, 1-3გ ცილის დაკარგვისას - საშუალოა, ხოლო 3გ-ზე მეტის დროს – გამოხატული.

შარდში გლუკოზის გამოჩენა (გლუკოზურია) დამოკიდებულია სისხლში მის კონცენტრაციაზე (შაქრიანი დიაბეტის დროს), გარდა ამისა გლუკოზურია შეიძლება განვითარდეს ასევე თირკმელებში გლუკოზის ფილტრაცია- რეაბსორბციის დარღვევის (თირკმლის პათოლოგიის დროს), ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების, ჰიპერთირეოზის, იცენკო-კუშინგის დაავადების, ღვიძლის პათოლოგიის დროს. 

კეტონური სხეულების აღმოჩენა  (კეტონურია) შაქრიანი დიაბეტის დროს დიეტისა და მკურნალობის რეჟიმის დარღვევით არის გამოწვეული.

ჯანმრთელი ადამიანის შარდში, როგორც წესი, პირდაპირი ბილირუბინის აღმოჩენა ვერ ხერხდება. ბილირუბინურია ახასიათებს ღვიძლის პარენქიმის დაზიანებასა  და ნაღვლის გამოყოფის გაძნელებას (ობტურაციული სიყვითლე). ჰეპატიტებისა და ციროზებისათვის დამახასიათებელია ურობილინის რაოდენობის მომატება შარდში, ხოლო მისი არარსებობა სანაღვლე გზების სრულ ობტურაციაზე (ნაწლავებში ნაღველი საერთოდ არ გადადის) მიუთითებს.