sanofi  
shenoba

სანოფი-ავენტისის წარმომადგენლობა საქართველოსა და სომხეთში

ევროპაში პირველი და მსოფლიოში მესამე ფარმაცევტული კომპანია სანოფი-ავენტისი გლობალური მასშტაბის სამეცნიერო-კვლევითი სისტემაა, რომლის მთავარი მიზანია იდგეს ჯანმრთელობის სადარაჯოზე, შექმნას ახალი, იმედის მომცემი ტექნოლოგიები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მედიცინის პროგრესს. კომპანიას, 11 000 მეცნიერ-თანამშრომლის დახმარებით, წამყვანი ადგილი უჭირავს მსოფლიოს საუკეთესო კვლევით ორგანიზაციებს შორის და ლიდერობს ისეთ მთავარ თერაპიულ დარგებში, როგორიცაა: გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, თრომბოზის, კიბოს, დიაბეტის, ცნს-ის დარღვევების მკურნალობა, შინაგანი მედიცინა და ვაქცინები.

სანოფი-ავენტისი ცნობილი ფარმაცევტული კომპანიების გლობალიზაციის წარმატებული მაგალითია. მისი ისტორია იწყება ისეთი კომპანიებით, როგორიცაა რონ-პულენკ რორერი, ხიოხსტ-მერიონ რუსელი, ავენტისი, სანოფი-უინტროპ-ხინოინი, სანოფი-სინთელაბო ჯგუფი.

სანოფი-ავენტისს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში აქვს საკუთარი ქარხნები და წარმომადგენლობები.

როგორც ცნობილია, სანოფი-ავენტისი გრანდიოზული ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც სამი მიმართულებით მუშაობს: სამეცნიერო ნაწილი - მედიკამენტთა შექმნა და მათი კლინიკური კვლევა; დისტრიბუციასთან დაკავშირებული კომერციული საქმიანობა და სხვადასხვა ქვეყანაში წარმომადგენლობების დაარსება, რომლებიც ადგილობრივად იცავენ მის ინტერესებს. ასეთ ინტერესთა სფეროში მოექცა საქართველოც.

სანოფი-ავენტისის წარმომადგენლობას საქართველოსა და სომხეთში ხელმძღვანელობს ქალბატონი მარინა გიორგობიანი. ამჟამად წარმომადგენლობაში 28 თანამშრომელია, 3 მათგანი სომხეთში მოღვაწეობს.

ჩვენი, როგორც ოფიციალური წარმომადგენლობის, მოვალეობაა, პირველ რიგში, კომპანიის წამლების დარეგისტრირება საქართველოსა და სომხეთში; შემდეგ მათი პოპულარიზაცია სარეკლამო რგოლებისა თუ სხვა სახის სათანადო მომსახურებით, ადგილობრივი კონფერენციების მოწყობით; ასევე, ამ წამლების შესახებ ექიმთა ინფორმირება, მათთან სათანადო კონტაქტების დამყარების, ასევე საერთაშორისო კონფერენციებსა თუ კონგრესებში მონაწილეობის გზით; წარმომადგენლობის თანამშრომლები მუდმივად იკვლევენ ფარმაცევტულ ბაზარს, კონკრეტულ მედიკამენტებს, მათ ეფექტურობას, მათი მოხმარების ტენდენციებსა და ხარჯებს; მუშაობენ ფარმაკოეკონომიკისა და სოციალური ფარმაციის საკითხებზე.

ჩვენ გვაქვს მყარი ღირებულებები: შრომისმოყვარეობა, გამბედაობა, შემოქმედებითი პოტენციალი და პროფესიონალიზმი. აქედან გამომდინარე, ყველგან და ყოველდღე სანოფი-ავენტისის თანამშრომლები იღწვიან მხოლოდ იმისათვის, რაც ჭეშმარიტად ღირებულია: ჯანმრთელობა.


სანოფი-ავენტისის წარმომადგენლობა საქართველოსა და სომხეთში

თბილისი, 0103, მეტეხის ქ.22

ტელ: 273691, 273792, 273693

ფაქსი: 771602

ელ-ფოსტა: office@sanofi-aventis.ge


wamlebi elipse

http://www.sanofi-aventis.com

 
Nospa Nospa