ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა


ჭარბი ოფლიანობა დაავადებაა


რა შეიძლება იყოს ოფლის სუნზე უსიამოვნო? ზაფხულში ეს პრობლემა მწვავდება, ხდება ანტიპერსპერანტებისა და დეზოდორანტების ფართო რეკლამირება, მაგრამ სამწუხაროდ კოსმეტიკური საშუალებები ვერაფერს დაეხმარება ადამიანს, რომელიც დაავადებულია ჰიპერჰიდროზით - დაავადებით, რომელიც მიმდინარეობს ოფლის ჭარბი გამოყოფით და როგორც ყველა დაავადება, საჭიროებს მკურნალობას.

ნორმაში ყველა ადამიანი მუდმივად გამოყოფს ოფლს. ნორმალური ტემპერატურის დროს გამოიყოფა ნახევარ ლიტრამდე ოფლი დღე-ღამეში, მაღალი ტემპერატურისა და განსაკუთრებით ფიზიკური დატვირთვის დროს - კი ათჯერ მეტი. ჭარბი ოფლიანობა საკმაო დისკომფორტს უქმნის ადამიანს. თუმცა, სხვა შემთხვევაში, მაგ. გაცივებისას, ადამიანი სპეციალურად ოფლის მოდენის მიზნით სვამს ასპირინს, ჟოლოს მურაბიან ჩაის და იხურავს თბილ საბანს.

სტატისტიკის მიხედვით, ჰიპერჰიდროზით დაავადებულია მსოფლიოს მოზრდილი მოსახლეობის 1%. ამ დაავადებას დაავადებათა საერთაშორისო ნომენკლატურის მიხედვით მინიჭებული აქვს კოდი - 780.8, თუმცა, ქვეყნების უმრავლესობაში ამ დაავადებას არ გამოყოფენ ცალკე პათოლოგიად. მხოლოდ შვედეთსა და დიდ ბრიტანეთში იფარება ჰიპერჰიდროზის მკურნალობა სამედიცინო დაზღვევით.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში აქტიურად მიმდინარეობს ჭარბი ოფლდენის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ახალი საშუალებების ძიება, მკურნალობის ოპტიმალური საშუალებები ჯერჯერობით გამოყოფილი არ არის.


ჰიპერჰიდროზის სახეები


განასხვავებენ ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ ჰიპერჰიდროზს.

ფიზიოლოგიური ჰიპერჰიდროზი წარმოადგენს ორგანიზმის დამცველობით ფუნქციას და იცავს ორგანიზმს გადახურებისაგან.

მაგ. ნორმაში ოფლდენა ძლიერდება ცხელ ამინდში, ფიზიკური დატვირთვის დროს და ცხელებით მიმდინარე დაავადებების დროს. ჭარბი ოფლდენა შეიძლება განვითარდეს რეფლექტორულად ემოციური განცდების დროს, ტკივილის, ცხელი ან ცხარე საკვების მიღების, ალკოჰოლისა და მთელი რიგი ქიმიური ნივთიერებების მიღების ფონზე. უნდა აღინიშნოს ასევე, რომ მჭიდრო, ასევე სინთეტიური მასალისაგან დამზადებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ჩახუთულ სივრცეში ყოფნა, ასევე ჰაერის მაღალი ტენიანობა, სითხის მიღების არასწორი რეჟიმი იწვევს ოფლის გაძლიერებულად გამოყოფას. ყველა ზემოჩამოთვლილი მაგალითი ფიზიოლოგიური ჰიპერჰიდროზის გამოხატულებაა.

პათოლოგიური ჰიპერჰიდროზი - ეს არის არაადექვატური ოფლდენა, რომელიც განპირობებულია რიგი ნეიროენდოკრინული დარღვევებით, რომლებიც გამოვლინდება ორგანიზმზე ტემპერატურის ზეგავლენის მიუხედავად. ამასთან, ოფლის გამოყოფა შეიძლება გამოვლინდეს სხეულის მხოლოდ გარკვეულ ნაწილებზე: სახეზე, ხელისგულებზე, იღლიის ფოსოებში, ტერფებზე. ასეთ ჰიპერჰიდოზს უწოდებენ ლოკალურს (ადგილობრივს).

არსებობს ასევე ზოგადი (გენერალიზებული) ჰიპერჰიდროზი, რომლის დროსაც შემაწუხებელი ოფლიანობა მთელ სხეულზეა გამოხატული.

პათოლოგიური ჰიპერჰიდროზი შეიძლება იყოს პირველადი და მეორადი.

პირველადი ჰიპერჰიდროზი - ეს არის ჭარბი ოფლდენა, რაიმე განსაკუთრებული მიზეზის გარეშე;

მეორადი ჰიპერჰიდროზი უმეტესად პათოლოგიურია და სხვადასხვა დაავადების სიმპტომს წარმოადგენს.



პირველადი ჰიპერჰიდროზი


პირველად ჰიპერჰიდროზზე, როგორც დამოუკიდებელ დაავადებაზე, ლაპარაკობენ იმ შემთხვევაში, როდესაც გამოკვლევების შედეგად ვერ პოულობენ ჰიპერჰიდროზის მიზეზს.

პირველადი ჰიპერჰიდოზისათვის ძირითადად დამახასიათებელია ლოკალური ოფლიანობა, მაგ სახის, ხელის მტევნების, ტერფების და იღლიების მიდამოებში. ოფლიანობა ხელს უწყობს კანის გაღიზინებას, შემდგომში მეორადი ინფექციის დამატებას, სოკოვანი დაავადების განვითარებას. ადამიანებს ექმნებათ სერიოზული ფიზიკური და სოციალური პრობლემები, უარესდება მათი ცხოვრების ხარისხი.

ზოგჯერ პირველადი ჰიპერჰიდროზი გადაეცემა მემკვიდრეობით და აქვს ოჯახური ხასიათი. ხშირად არის სიმეტრიული და თითქმის არ არის გამოხატული ღამის საათებში.



მეორადი ჰიპერჰიდროზის მიზეზები


მეორადი ჰიპერჰიდროზის დროს ჭარბი ოფლდენა სხვა დაავადების შედეგს წარმოადგენს. ძირითადი დაავადების განკურნების შემთხვევაში ოფლიანობაც ქრება.

მეორადი ჰიპერჰიდროზის მიზეზებიდან უნდა აღინიშნოს:

  1. ენდოკრინული დაავადებები და მდგომარეობები: ფარისები ჯირკვლის ფუნქციიის მომატება (ჰიპერთირეოზი), ფეოქრომოციტომა, შაქრიანი დიაბეტი, აკრომეგალია, კლიმაქსი და სხვ.

  2. ნერვული სისტემის და ფსიქოემოციური სფეროს პათოლოგია: ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია, პანიკური შეტევები, ფობიური დარღვევები, პარკინსონიზმი, პოლინეიროპათია, ინსულტი და სხვ.

  3. ინფექციური დაავადებები: ტუბერკულოზი, მალარია, ბრუცელოზი,, ჰელმინთოზი, სეფსისი, შიდსი და სხვ;

  4. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები: გულის იშემიური დაავადება, ჰიპერტონული დაავადება და სხვ.;

  5. თირკმელების დაავადება;

  6. ავთვისებიანი სიმსივნეები;

  7. გენეტიკური დაავადებები;

  8. ასევე ალკოჰოლიზმი, ნარკოტიული საშუალებების მოქმედება, სოკოთი და ფოსფორორგანული ნივთიერებებით მოწამვლა.

ეს სია სრულყოფილი არ არის.

როგორ წესი, მეორადი ჰიპოერჰიდროზის დროს ოფლიანდება მთელი სხეული, რაც არ არის დამოკიდებული დღე-ღამის დროზე, დაკავშირებულია ძირითადი დაავადების აქტივობასთან. გამოჯანმრთელების კვალად ოფლიანობის ინტენსივობა მცირდება.



ჰიპერჰიდროზის დიაგნოსტიკა


ჰიპერჰიდროზის მიზეზის დასადგენად უნდა ჩატარდეს სტანდარტული გამოკვლევა. იგი მოიცავს დიაგნოსტიკის ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ მეთოდებს. შეიძლება საჭირო გახდეს რიგი სპეციალისტების (ენდოკრინოლოგის, ნევროლოგის, ინფექციონისტის, გინეკოლოგის, ონკოლოგის და სხვ.) კონსულტაციაც.

ჰიპერჰიდროზის შესაფასებლად მოწოდებულია მრავალი მეთოდიკა. მათ უმრავლესობას არა აქვს პრაქტიკული მნიშვნელობა დიაგნოსტიკისათვის და ძირითადად გამოიყენება სამეცნიერო მიზნებისათვის, ასევე გამოიყენება ქირურგიული ოპერაციების მოსამზადებელ ეტაპზე და ჩატარებული მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად.

ყველა ეს მეთოდი შეიძლება დაყვანილი იქნას დროის განსაზღვრულ ინტერვალში სხეულის მასის კლებისა და სპეცილურ საკნებში ოფლის აბსორბციის განსაზღვრამდე. ამ მიზნით გამოიყენება:



ჰიპერჰიდროზის მკურნალობა


ჰიპერჰიდროზის მკურნალობა შესაძლებელია, მაგრამ ეს ხანგრძლივი პროცესია და საჭიროებს რამდენიმე განმეორებითი კურსის ჩატარებას და ამავე დროს საკმაო მატერიალურ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. სირთულე მდგომარეობს იმაშიც, რომ ექიმებს შორის არ არსებობს ერთიანი აზრი მკურნალობის პრიორიტეტული მეთოდის არჩევასთან დაკავშირებით. დღეისათვის არ არის დაგროვილი საკმარისი მასალა მკურნალობის შედეგების შესახებაც. არსებობს მხოლოდ ერთეული კვლევები და მონოგრაფიები და არ არის ლიტერატურის მიმოხილვები ამ საკითხის ირგვლივ.

აი, ის ძირითადი მეთოდიკები და რეკომენდაციები, რომლებიც შეეხება ჰიპერჰიდროზის მკურნალობას:

გვერდითი მოვლენები: ოფლის გამოყოფის კომპენსატორული გაძლიერება, ოფლიანობა საკვების მიღების შემდეგ, ქუთუთოს ფტოზი, არითმიები და სხვ.

გართულებები: კანის ნაწიბუროვანი ცვლილებები, კანის ნეკროზი, არასაკმარისი გამოფხეკა.



www.passion.ru/