ბოტულიზმი

 

ბოტულიზმით ავადობის მაჩვენებელმა საქართველოში მკვეთრად მოიმატა 60-იანი წლებიდან, როდესაც ფართოდ დამკვიდრდა ბოსტნეული პროდუქტების შინაური კონსერვირება. უკანასკნელ წლებში შემდეგი სიტუაციაა:

 

წლები

1993

1994

1995

1996

1997

1998

1999

2000

2001

2002.11

შემთხვევები

76

177

49

42

26

53

83

39

34

18

 

1994 წლის პიკი დაკავშირებულია 2 სარიტუალო სუფრაზე კუსტარულად დამზადებული სათალის მიღების შედეგად შესაბამისად 20 და 27 ადამიანის დაავადებასთან. ასეთივე ეპიდაფეთქება აღირიცხა 1999 წელს გორის რაიონის სოფელ კარალეთში (დაავადდა 25 ადამიანი, მათ შორის 2 გარდაიცვალა) და თბილისში. გარდა შებოლილი თევზისა, საქართველოში დაავადების გამომწვევი პროდუქტები, უმრავლეს შემთხვევაში,  სახლში დაკონსერვებული ბოსტნეულია: დანდური, ბადრიჯანი, მწვანე ლობიო, პომიდორი, კიტრი, წიწაკა, სტაფილო, აგრეთვე დაკონსერვებული სოკო. იშვიათად დაავადება შეიძლება გამოიწვიოს კუსტარულად ან სახლში დამზადებულმა კომპოტებმაც (მარწყვის, ალუბლის, მსხლის და სხვ.) თუ შაქრის შემცველობა მცირეა.

 

ბოტულიზმი მწვავე ინფექციურ-ტოქსიკური დაავადებაა, რომლის გამომწვევია სპორებიანი ბაცილა (ანაერობული მიკროორგანიზმი - Clostridium botulinum) და მისი ტოქსინი, რომელიც აზიანებს უმთავრესად ცენტრალურ ნერვულ სისტემას. კლოსტრიდია ბინადრობს ცხოველებისა და თევზების ნაწლავებში, გარემოში (ნიადაგში) წარმოქმნის სპორებს (გამძლე ფორმებს) და, ჩვეულებრივ,  ნიადაგის მიკროფლორის წარმომადგენელია.

დაავადების განვითარებისათვის საჭიროა, რომ ნიადაგთან ერთად საკვებზე მოხვედრილი სპორა გარდაიქმნას ვეგეტაციურ (ცხოველმყოფელ) ფორმად და პროდუქტში გამრავლებასთან ერთად წარმოქმნას ტოქსინი (შხამი), რომელიც დაგროვდება საკვებში. ამისათვის საჭიროა სათანადო ტემპერტურა, სიმჟავის გარკვეული დონე და რაც მთავარია ანაერობული (უჟანგბადო) პირობები. ასეთი პირობები შეიძლება შეიქმნას ჰერმეტულად დახურულ კონსერვებში, ძეხვში, შებოლილ თევზში, ლორში და სხვა. რადგანაც ტოქსინის დაგროვება დროს საჭიროებს, ახლად დამზადებული პროდუქტები ნაკლებად სახიფათოა.

სპორები ძალზე გამძლე არიან და საათობით დუღილს უძლებენ, მათი ინაქტივაციისათვის საჭიროა 1200C-ზე მაღალი ტემპერატურა.

უკვე დაგროვებული ბოტულიზმის ტოქსინი პროდუქტში ინაქტივირდება 1000 C-ზე 10-15 წუთი დუღილით.

ბოტულიზმი უმძიმესი დაავადებაა, რომელიც მიმდინარეობს ინტოქსიკაციით (მოშხამვით) და ნერვული სისტემის დაზიანებით. დაავადება ვითარდება ტოქსინიანი პროდუქტის მოხმარებიდან 18-36 საათში, მაგრამ დამოკიდებულია მიღებული ტოქსინის რაოდენობაზე და მერყეობს რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე. დამახასიათებელია მხედველობის გაორება, არტიკულაციისა და ყლაპვის დარღვევა, თვალის ქუთუთოს დამბლა. აღინიშნება აგრეთვე მუცლის ყრუ ტკივილი, გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, პირის სიმშრალე. მძიმე შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს ავადმყოფის დაღუპვა რამდენიმე საათში. მკურნალობა აუცილებელია სტაციონარის პირობებში ანტიტოქსიური შრატით.

 

გახსოვდეთ:

 

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

                                                                                                                                     www.ncdc.ge