რა მიიჩნევა გლიკემიის დარღვევად?

 

გლიკემიის დარღვევად მიიჩნევა, თუ:

·  უზმოზე გაზოვისას, სისხლში გლუკოზა ≥110მგ%-126მგ%, (6,1 მმოლ/-7,0მმოლ/), ხოლო პერორალური გლუკოზა-ტოლერანტობის ტესტის ჩატარების შემდეგ ანუ გლუკოზით დატვირთვიდან 2სთ-ში გაზომვისას არ აღემატება 140მგ% (7,8მმოლ/)-.

 

უნდა აღინიშნოს, რომ გარდამავალი ჰიპერგლიკემია შეიძლება განვითარდეს ტრავმული სტრესისდამწვრობის, ინფექციის ან გლუკოკორტიკოიდებით მკურნალობის შემთხვევაში.

ასევე არსებობს მთელი რიგი დაავადებები ან მდგომარეობები, რომლებიც საჭიროებენ დიფერენციაციას შაქრიან დიაბეტთან:

მაგ. შეიძლება სახეზე იყოს შარდში შაქრის რაოდენობის მომატება (გლუკოზურია), მაგრამ მას თან არ ახლდეს სისხლში შაქრის შემცველობის მომატება (ჰიპერგლიკემია), რაც დამახასიათებელია მსუბუქი რენალური გლუკოზურიის ან თირკმლის მილაკოვანი აპარატის დაზიანებისათვის.

უშაქრო დიაბეტი ხასიათდება გაძლიერებული წყურვილითა და სითხის ჭარბი მიღებით (პოლიდიფსია), შარდის რაოდენობის მომატებით (პოლიურია), მაგრამ არ ახასიათებს შაქრის ციფრების მომატება სისხლში (ჰიპერგლიკემია).

 

 

გახსოვდეთ:

·  შაქრის ციფრების მომატების შემთხვევაში აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს, რომელიც შეარჩევს მკურნალობის ოპტიმალურ სქემას ყოველი კონკრეტული პაციენტისათვის.

· ამ დაავადების დროული დიაგნოსტიკა  და ადექვატური თერაპიის დანიშვნა აუცილებელია, რათა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა ცხოვრების ხარისხი და შენელდეს გართულებების განვითარებისა და შემდგომი პროგრესირების პროცესი.