დიაბეტის რისკ-ფაქტორები

 

შაქრიანი დიაბეტის რისკის ფაქტორებს მიეკუთვნება:

·        დიაბეტის ოჯახური ანამნეზი;

·        სხეულის ჭარბი წონა (რომელიც იდეალურზე 20%-ით მეტია);

·        რასობრივი კუთვნილება (ამერიკელი ინდიელები, ესპანური ან აფრო-ამერიკული);

·        ასაკი > 45 წელზე.

ასევე, წარსულში დიაგნოსტირებული გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა, ჰიპერტენზია (მომატებული არტერიული წნევა) ან ჰიპერლიპიდემია (ხასიათდება სისხლში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონის მომატებით), ქალები, რომელთაც  ანამნეზში აღენიშნებათ გესტაციური დიაბეტი ან 4,5 კგ-ზე მეტი წონის ნაყოფით მშობიარობა.

შაქრიანი დიაბეტი შეიძლება განუვითარდეს ზოგიერთ ჭარბი წონის მოზარდს.