შაქრიანი დიაბეტის პროფილაქტიკა (პრევენცია)
 

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის პროფილაქტიკა არ არსებობს, ანუ თქვენ არ შეგიძლიათ რაიმეს გაკეთება, რომ არ დაგემართოთ დიაბეტი. თუკი ოჯახში არიან ამ ტიპის დიაბეტით დაავადებულნი, უნდა ეცადოთ გააკაჟოთ თქვენი ბავშვი. მართალია, გაკაჟებული ბავშვი მაინც შეიძლება დაავადდეს დიაბეტით, მაგრამ ეს რისკი ნაკლები იქნება.

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დროს პროფილაქტიკის განხორციელება შესაძლებელია. თუკი თქვენი ერთ-ერთი მშობელი დაავადებულია ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით და აქვს ამავე დროს ჭარბი წონაც, თქვენ აუცილებლად უნდა იზრუნოთ, ნორნალური წონის შენარჩუნებისათვის. ასეთ შემთხვევაში დიაბეტი არ განვითარდება.