შაქრიანი დიაბეტი და სხვა დაავადებები

 

დიაბეტიან პაციენტებს ზოგჯერ ემართებათ სხვა დაავადებებიც, რომლებმაც შეიძლება გააუარესოს დიაბეტის კონტროლი და საბოლოო ჯამში პრობლემები შეუქმნას ადამიანს.

ასეთ თანმხლებ დაავადებებს მიეკუთვნება სხვადასხვა სახის ინფექციები, როგორიცაა გრიპი, ბრონქიტი, ფილტვების ანთება, საშარდე სისტემის ინფექციები, ცხელებით მიმდინარე ენტერიტები, სხვადასხვა მიდამოს ჩირქგროვები (აბსცესი, ფლეგმონა, ფურუნკული). მათი გახანგრძლივებისა და მძიმე მიმდინარეობისას ხდება დიაბეტიანი პაციენტის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება და ზოგჯერ სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის განვითარებაც კი. ასეთ დროს შესაძლებელია მკვეთრად მოიმატოს სისხლში გლუკოზის დონემ, რაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო ამძიმებს თანმხლები დაავადების მიმდინარეობას.

გახსოვდეთ:

·  შაქრიანი დიაბეტის ფონზე თანმხლები ინფექციური დაავადების არსებობის შემთხვევაში აუცილებელია სისხლში გლუკოზის დონის უფრო ხშირი კონტროლის განხორციელება;

·        გლუკოზის ციფრების მყარი მომატებისას საჭირო ხდება მკურნალობის სქემის სასწრაფოდ შეცვლა, რაც უნდა მოხდეს მკურნალი ექიმის ან დიაბეტოლოგის მიერ;

·        გამოჯანმრთელების შემდეგ შესაძლებელია ძველ დანიშნულებაზე დაბრუნება;

·        თანმხლები დაავადებების დროს საჭიროა ვარჯიშის დროებითი შეწყვეტა;

·      დიაბეტის ფონზე არსებული თანმხლები მწვავე დაავადების მკურნალობა უნდა განხორციელდეს აგრესიული სქემით.