მოკლე ისტორიული ექსკურსი

 

შაქრიანი დიაბეტი ცნობილი იყო ძველ ეგვიპტეში ჯერ კიდევ 170 წელს ჩვენს ერამდე. ექიმები ცდილობდნენ ემკურნალათ ამ ავადმყოფთათვის, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო, ვინაიდან უცნობი იყო დაავადების გამომწვევი მიზეზები, რის გამოც ასეთი ავადმყოფები განწირულნი იყვნენ. ასე გრძელდებოდა მრავალი საუკუნის განმავლობაში, მხოლოდ მე-19 საუკუნის მიწურულს ექიმებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი - ამოკვეთეს ძაღლს კუჭქვეშა ჯირკვალი, რის შემდეგაც ძაღლს განუვითარდა შაქრიანი დიაბეტი. თითქოს ცხადი გახდა ამ დაავადების გამომწვევი მიზეზი, მაგრამ გავიდა საკმაო ხანი, სანამ 1921 წელს ტორონტოში ახალგაზრდა ექიმმა და სტუდენტმა შესძლეს გამოეყოთ ძაღლის კუჭქვეშა ჯირკვლიდან განსაკუთრებული ნივთიერება, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, აქვეითებდა შაქრის შემცველობას დიაბეტით დაავადებული ძაღლის სისხლში. ამ ნივთიერებას ინსულინი უწოდეს. უკვე 1922 წლის იანვრიდან შაქრიანი დიაბეტით დაავადებულმა პირველმა პაციენტმა დაიწყო ინსულინის ინექციები, რამაც მას სიცოცხლე შეუნარჩუნა. გავიდა კიდევ ორი წელიწადი და პორტუგალიელი ექიმი, რომელიც მკურნალობდა დიაბეტიან პაციენტებს, დაფიქრდა იმ საკითხზე, რომ დიაბეტი არა მხოლოდ დაავადებაა, არამედ ცხოვრების განსაკუთრებული წესია და ავადმყოფებს  უნდა ჰქონდეთ გარკვეული ცოდნა საკუთარი დაავადების შესახებ. სწორედ მაშინ წარმოიშვა შაქრიანი დიაბეტის პირველი სკოლა პაციენტთათვის.