მკურნალობის ძირითადი პრინციპები შაქრიანი დიაბეტის დროს

 

·        ყველა დიაბეტიანი პაციენტისთვის აუცილებელია სამკურნალო დიეტა, ფიზიკური ვარჯიში და პაციენტის დამატებითი განათლება;

·       ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის კონტროლი შესაძლებელია მხოლოდ დიეტითა და ვარჯიშით, თუმცა ზოგჯერ სისხლში გლუკოზის კონტროლის მიღწევისათვის ვითარდება ორალური ანტიდიაბეტური საშუალებების ან ინსულინის მიღების საჭიროება;

·        ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს აუცილებლად ესაჭიროებათ ინსულინოთერაპია.                                     

 

ჰოსპიტალიზაცია რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:

·        ახლად დიაგნოსტირებული დიაბეტიანი ბავშვებისათვის კეტოაციდოზით და მის გარეშე;

·        პაციენტებისათვის კეტოაციდოზით ან ჰიპეროსმოლარული არაკეტოზური კომით.