მხედველობა და კომპიუტერი

 

საზიანოა თუ არა კომპიუტერი მასთან მომუშავე ადამიანების თვალებისათვის? დღეისათვის ამის შესახებ დამაჯერებელი მტკიცებულებები არ არსებობს. თუმცა, კომპიუტერთან მუშაობის დროს ადამიანთა ჩივილები თვალების არეში არასასიამოვნო შეგრძნებებისა და დისკომფორტის გამო სულ უფრო მატულობს, აქედან გამომდინარე,  მხედველობისათვის მონიტორების უსაფრთხოების პრობლემა დიდ ყურადღებას იქცევს.

 გამოკვლევები, რომელიც ჩატარდა აშშ-ის სახელმწიფო (არაკომერციული) ლაბორატორიებში მოწმობენ, რომ თვალებისათვის საშიში მაიონიზებელი (რენტგენის ტიპის) და არამაიონიზებელი (ულტრაიისფერი)გამოსხივების დონე, რომელიც მოდის ეკრანიდან, საკმაოდ დაბალია. მაგალითად, მონიტორიდან მომდინარე ულტრაიისფერი გამოსხივების დონე უმნიშვნელოა დღის ნათურების გამოსხივებასთან შედარებით. ულტრაიისფერი გამოსხივების ამ დოზას არ შეუძლია კატარაქტის გამოწვევა თუნდაც მთელი სიცოცხლის მანძილზე ზემოქმედებდეს. ზოგჯერ, კომპიუტერთან მუშაობის შემდეგ, წარმოიქმნება შავ-თეთრი საგნების “შეფერადების” შეგრძნება. თუმცა ეს დაავადების ნიშანი კი არა, ნორმალური მხედველობისათვის დამახასიათებელი თავისებურებაა.ეს, ეგრეთწოდებული, მაკ`კალახის ეფექტია, რომლის დროსაც ეკრანზე არსებული ძირითადი ფერების გარდა საგნები იძენენ დამატებით შეფერილობას.

კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ მონიტორით გამოწვეული დაძაბულობის შედეგად შეიძლება  წარმოიშვას ისეთი არასასიამოვნო შეგრძნებები, როგორიცაა თვალების გაღიზიანება (სიწითლე, ცრემლდენა ან რქოვანას სიმშრალე), გადაღლა (საერთო დაღლილობა, ტკივილისა და სიმძიმის შეგრძნება თვალებისა და თავის მიდამოში), მხედველობის ფოკუსირების გაძნელება, ასევე ზურგის ტკივილი და კუნთოვანი სპაზმები. ამ შემთხვევაში აუცილებელია მივმართოთ ექიმ-ოკულისტს, რომელიც დაგვეხმარება ზემოთაღნიშნული ჩივილების გამომწვევი მიზეზების დადგენასა და, აუცილებლობის შემთხვევაში, სათვალის შერჩევაში. თვალის ორგანული დაავადების გამორიცხვის შემდეგ ეცადეთ მოხერხებულად მოაწყოთ თქვენი სამუშაო ადგილი და გაითვალისწინოთ რჩევები კომპიუტერთან მომუშავეებისათვის.

გახსოვდეთ!

კომპიუტერთან მუშაობის დროს თვალების გამოხატული დაღლილობის შემთხვევაში მხოლოდ სამედიცინო გამოკვლევა გადაწყვეტს, დაკავშირებულია იგი არასწორ სამუშაო პირობებთან თუ ფარულად არსებულ თვალის დაავადებასთან.

 

(ამერიკის ოფთალმოლოგიის აკადემია)

                                                                                                    http://vision.ochkam.net/