ტერმინთა განმარტებები

 

აპოპლექსია - თავის ტვინის ფუნქციის მწვავე მოშლა, რომლის დროსაც იქმნება სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა სუნთქვის მოშლითა და არტერიული წნევის მერყეობით.

 

ბრონქიტი - სასუნთქი გზების ანთება.

 

დეპრესანტები - ნივთიერებები, რომელთა მიღებას მოჰყვება ფსიქიურ ფუნქციათა შენელება, სხეულში და კიდურებში ვითარდება მოდუნების, სითბოსა და სიმძიმის შეგრძნება.

 

დეპრესია - ადამიანის განსაკუთრებული მდგომარეობა, რომლის დროსაც დაქვეითებულია გუნება-განწყობა, შენელებულია ინტელექტუალური და მოტორული ფუნქციები. გაფერმკთალებულია სურვილები და Mმისწრაფებები. საკუთარ  თავსა და გარე სინამდვილეს ადამიანი პესიმისტურად, უიმედოდ აღიქვამს.

 

ეიფორია - უდარდელი, მხიარული გუნება-განწყობა ნეტარების შეგრძნებით.

 

ემფიზემა - სასუნთქი გზების დაავადება, რომელიც ვლინდება ფილტვის ქსოვილის დაზიანებით, ჟანგბადის ათვისების უნარის დაქვეითებით და სუნთქვის მოშლით.

 

ზედოზირება - ნივთიერების იმ დოზაზე მეტი, რომელიც შეუძლია ინდივიდის ორგანიზმს აიტანოს ისე, რომ არ განუვითარდეს სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა.

 

ილუზია - რეალურად არსებული საგნების არასწორი, დამახასიათებელი აღქმა.

 

ინფარქტი - სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლით გამოწვეული გულის კუნთის დაზიანება, რაც ხშირად იწვევს გულის გაჩერებას.

 

“კაიფი - არაბული სიტყვაა, ნიშნავს სასიამოვნო განცხრომას. ნარკომანები ამ ტერმინით აღნიშნავენ იმ მდგომარეობას, რომელიც ვითარდება ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების დროს.

 

კომატოზური მდგომარეობა - სიკვდილისწინა მდგომარეობა, რომლის დროსაც მინიმუმამდეა დაყვანილი ადამიანის ორგანიზმის ძირითადი სასიცოცხლო სისტემების ფუნქციონირება.

 

მამაკაცის პოტენცია - მამაკაცის უნარი, აწარმოოს ნორმალური სქესობრივი კავშირი.

 

ნარკომანია - დაავადება, რომელიც ვითარდება ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების შედეგად და გამოიხატება ამ ნივთიერებებისადმი განვითარებული ფიზიკური და ფსიქიკური დამოკიდებულებით

 

ნარკოტიკი - ფსიქოაქტიური ნივთიერება, რომელიც თავისი თვისებების გამო შეტანილია ნარკოტიკული ნივთიერებების ჩამონათვალში.

 

პანიკა - შიშის, განგაშის, შფოთვითი მდგომარეობა.

 

პარანოია - მდგომარეობა, რომლის დროსაც ადგილი აქვს გარემოს არასწორ აღქმას, წარმოიშვება ეჭვები და აზრები, რომლებიც არ შეეფერება სინამდვილეს, მაგრამ ამ მომენტში ადამიანისათვის ის რეალურია და განაპირობებს მის აზრთა წყობასა და ქცევას.

 

რიტუალი - სიმბოლური განმეორებადი მოქმედება ან აზრი, რომელსაც ადამიანი აძლევს განსაკუთრებულ მნიშვნელობას და მისი განმეორებით იმედი აქვს, აიცილოს ესა თუ ის მისთვის არასასიამოვნო მოვლენა.

 

სტიმულატორები - ნივთიერებათა ჯგუფი, რომელთა მიღების შემდეგ ხანმოკლე დროით მატულობს ადამიანის ფსიქიკურ და ფიზიკურ ფუნქციათა დინამიკური მაჩვენებლები.

 

ტოლერანტობა - ორგანიზმის უნარი, აიტანოს ამა თუ იმ ნივთიერების გარკვეული რაოდენობა, ისე, რომ არ შეექმნას სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა.

 

ფსიქიკის ფუნქციები - ადამიანის ფსიქიკის ფუნქციებში არჩევენ: აღქმას, აზროვნებას, მეხსიერებას და ყურადღებას, ემოციურ, მოქმედებით ანუ ნებით ფუნქციებს, ცნობიერებას და ინტელექტს.

 

ფსიქოაქტიური ნივთიერება - ბუნებრივი წარმოშობის (მცენარე, სოკო და სხვ.) ან სინთეზურად შექმნილი ნივთიერება, რომელსაც გააჩნია უნარი, ორგანიზმში მოხვედრისას, შეცვალოს ფსიქიკის რომელიმე ფუნქცია.

 

შიშები - განსაკუთრებული მდგომარეობა, რომელიც ვითარდება საკუთარ ამ სხვათა მიმართ სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის აღმოცენების მოლოდინის დროს. ახასიათრებს ფართო დიაპაზონი - გაურკვევლობის გრძნობიდან შეძრწუნებამდე.

 

ჰალუცინაცია - არარსებული მოვლენების აღქმა. ჰალუცინაციები შეიძლება იყოს სმენითი, მხედველობითი, ყნოსვითი, გემოვნებითი, შეხებითი, მომდინარეობდეს გარედან ან ორგანიზმიდან.

 

ჰალუცინოგენები - ნივთიერებათა ჯგუფი, რომელთა მიღება იწვევს ხანმოკლე დროის განმავლობაში ცნობიერების შეცვლას, სხვადასხვა სახის ხატოვანი ილუზიებისა და ჰალუცინაციების წარმოშობას.

 

ჰიპერვენტილაციის შეტევა - სუნთქვის უნებლიე გახშირება თანდართული შიშის გრძნობით, რაც იწვევს ორგანიზმში დიდი რაოდენობით ჟანგბადის მიწოდებას და ამით საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს.